მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
საქონლის ღვიძლი ბროწეულის უგემრიელეს სოუსში / saqonlis ghvidzli brotsceulis ugemrieles sousshi
2017-06-26, 7:23 PM |
შემადგენლობა:
დაფქული ქინძი - 1 ჩ.კ
ბროწეულის წვენი - 250 გ
წყალი - 50 გ
სახამებელი - 1 ჩ.კ
კარაქი - 40 გ
საქონლის ღვიძლი - 600 გ
მარილი და პილპილი
რძე - 1 ჭიქა
მომზადების წესი:
ღვიძლი დავალბოთ რძეში რამდენიმე საათი. შემდეგ გავრეცხოთ, გავამშრალოთ და შევწვათ ტაფაზე, კარაქში, ორივე მხრიდან.
სახამებელი გავხსნათ ცოტაოდენ წყალში და შევურიოთ ბროწეულის წვენი. დავამატოთ მარილი, პილპილი და დაფქული ქინძი.
დავასხათ იმ ტაფაზე, რომელზეც ღვიძლი შევწვით და წამოვადუღოთ. თან კარგად ავურიოთ რომ ღვიძლის ცხიმი კარგად შეერიოს.
ღვიძლი გადავიტანოთ თეფშზე და მოვასხათ გაწურული სოუსი. მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით და მწვანილეულით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |