მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სტაფილო კორეულად — ჰემრიეი / stafilo koreulad — hemriei
2017-06-25, 9:09 AM |
შემადგენლობა:
1 კგ. სტაფილო.
0,5 ჩ.კ. წიწაკა ჩილი.
3 ც. მიხაკი.
2 ც. დაფნის ფოთოლი.
1 ჩ.კ. მარილი.
0,5 ჭ. მზესუმზირის ზეთი.
6 კბილი ნიორი.
1 ჩ.კ. პილპილი.
0,25 ჩ.კ. ქონდარი.
1,5 ს.კ. შაქარი.
4 ს.კ. ძმარი.
მომზადების წესი:
1. გარეცხეთ და გაწმინდეთ სტაფილო. გახეხეთ გრძლად. გაფცქვენით ნიორი და დაჭყლიტეთ. შეურიეთ სტაფილოს. დაუმატეთ ყველა სუნელი, შაქარი და მარილი. ამის შემდეგ, მოასხით ზეთი, ძმარი და კარგად ამოურიეთ.
2. გადაიტანეთ სტაფილო ემალის ქვაბში გარეცხეთ ხელით, რომ წვენი კარგად გამოუშვას. შემდეგ დაპრესეთ და მოათავსეთ ცივ ადგილას 3 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ გადაიტანეთ სტაფილო ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |