მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კარამელის უგემრიელესი ნაყინი / karamelis ugemrielesi nayini
2017-06-25, 9:03 AM |
შემადგენლობა:
შაქარი - 1, 1/4 ჭიქა + 2 ს/კ
ცხიმიანი ნაღები - 2 ჭიქა
მარილი - 1/2 ჩ/კ
ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
კვერცხის გული - 7 ცალი
რძე - 1, 1/4 ჭიქა
მომზადების წესი:
დიდი ჯამი 1/3-ით გაავსეთ გაყინული წყლით. მასში ჩადგით საშუალო ზომის ჯამი, ზემოდან მოათავსეთ საცერი, გადადეთ გვერდით.
შაქარი ჩაყარეთ ქვაბში თანაბარ ფენად, დადგით ცეცხლზე და გაადნეთ, დაუმატეთ კიდევ ერთი ფენა და ისიც გაადნეთ, დაუმატეთ კიდევ შაქარი და ასე გაიმეორეთ სანამ მთელ შაქარს არ დაადნობთ. გადადეთ მხოლოდ 2 ს/კ ცალკე.
გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ნაღები. აურიეთ, დადგით კვლავ ცეცხლზე და ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
შემდეგ დაუმატეთ მარილი და ვანილის ექსტრაქტი. აურიეთ და გადადგით გვერდზე.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული დარჩენილ, 2 ს/კ შაქართან ერთად. თქვიფეთ 1 წუთის განმავლობაში.
ისე რომ არ შეწყვვიტოთ თქვეფა დაუმატეთ ნელ-ნელა კარამელის მასა.
გადაიტანეთ მიღებული მასა ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და ხარშეთ 5 წუთის განმავლობაში, თან თქვიფეთ, სანამ მასა არ გასქელდება.
შემდეგ გაწურეთ მიღებული მასა მომზადებულ საცერში, რომელიც გაყინული წყლის თავზეა მოათავსებული და ურიეთ 5 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ რძე.
აურიეთ და გადაიტანეთ კონტეინერში. დააფარეთ ჰერმეტულად და მოათავსეთ საყინულეში მინუმუმ 4 საათით.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |