მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ძროხის ხორცისა და კვერცხის სალათი — ტაშკენტი / dzrokhis khorcisa da kverckhis salati — tashkenti
2017-06-25, 8:23 AM |
შემადგენლობა:
250 გრამი ძროხის ხორცი
1 ცალი ხახვი
3 ცალი კვერცხი
1 ცალი ბოლოკი
2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
მაიონეზი, მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ძროხის ხორცი მოხარშეთ, გააცივეთ და კუბიკებად დაჭერით. ბოლოკი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით. დაასხით წყალი . 15 წუთი გააჩერეთ. ქაფქირში მოათავსეთ და წყალი გადაავლეთ.
2. ხახვი დაჭერით რგოლებად და ტაფაში მზესუმზირის ზეთში შეწვით. ხორცი, ხახვი და ბოლოკი ერთმანეთში აურიეთ. მოაყარეთ მარილი და მოასხით მაიონეზი.
3. მოხარშული კვერცხი დაჭერით და სალათას გვერდზე მიუწყვეთ. შეგიძლიათ მოაყაროთ მწვანილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |