მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ფრანგული ჟულიენი კარტოფილში / franguli jhulieni kartofilshi
2017-06-25, 7:36 AM |
შემადგენლობა:
3 ცალი კარტოფილი
400 გრამი შამპინიონი
0.5 ს/კ ფქვილი
100 გრამი მაგარი ყველი
70 გრამი ყველი
1 ცალი ხახვი
250 გრამი ნაღები
მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. კარტოფილი გარეცხეთ, შუაზე გაჭერით, კოვზის საშუალებით შუაგული ამოიღეთ. სოკო მსხვილად დაჭერით, ხახვი – წვრილად.
2. 50 გრამი კარაქი ტაფაზე გაადნეთ, დაუმატეთ სოკო, მოშუშეთ. დაამატეთ ხახვი. მოაყარეთ ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.
3. როგორც კი ფქვილი მასას კარგად შეერევა, დაამატეთ ნაღები. მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ. ამზადეთ დაახლოებით 3-5 წუთი.
4. ეს მასა კარტოფილებში მოათავსეთ, რომელსაც შემდეგ საცხობ ფორმაზე დააწყობთ. აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში 190 გრადუსზე.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |