Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ავსტრიული ბრაწულა ფარშირებული პომიდვრებით / avstriuli bratsula farshirebuli pomidvrebit
2017-06-22, 4:15 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2 ს/კ მცენარეული ზეთი
4 ცალი კვერცხი
120 გრამი კარაქი
3 ს/კ წყალი
120 მლ ნაღები
250 გრამი ხორცი
3 ს/კ მანი
2 ცალი ხახვი
160 გრამი ფქვილი
9 ცალი პომიდორი
1 შეკვრა ბაზილიკი
2 მწიკვი ქინძი და კურკუმა
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ხახვი კუბიკებად დაჭერით. შეწვით ზეთში. ხორცი გამოატარეთ და ხახვს შეურიეთ. მიღებული მასა 15 წუთის განმავლობაში წვით. დაუმატეთ მარილი, პილპილი და დაჭრილი ქინძი.
2. სანამ ფარში გაცივდება, კარაქი გახეხეთ. დაუმატეთ ფქვილს. აურიეთ. ჩაამატეთ 1 კვერცხის გული, 3 ს/კ წყალი და მწიკვი მარილი. მოზილეთ ზომი. გადააფარეთ რამე ნაჭერი და მაცივარში 30 წუთით შედგით.
3. რაც შეეხება ფარშს, დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 3 ს/კ მანი, 1 ს/კ ნაღები (20%-იანი ცხიმის შემცველობით). ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.
4. პომიდვრებს ზედა ნაწილი მოაჭერით. კოვზით რბილი ნაწილი ამოიღეთ და ისე დააწყვეთ, რომ ზედმეტი სითხე გაუვიდეთ. შემდეგ ისინი ფარშით აავსეთ.
5. ბაზილიკი დაჭერით, შეურიეთ 2 ცალი კვერცხის ცილა, ნაღები და 2 ცალი კვერცხი. ამ მასას მარილი და კურკუმა დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.
6. საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით. მაცივრიდან ცომი გამოიღეთ, გააბრტყელეთ და ფორმაში მოათავსეთ. მასზე პომიდვრები დააწყვეთ (როგორც ვიდეოშია ნაჩვენები) დაასხით კვერცხისა და ნაღების მასა. აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: kulinariamzareuli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1127 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]