მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ალუბლის ჩიზქეიქის საუკეთესო რეცეპტი / alublis chizqeiqis sauketeso recepti
2017-06-22, 4:01 PM |
შემადგენლობა:
160 გრამი ფქვილი
200 გრამი შაქარი
100 გრამი კარაქი
1 ცალი კვერცხი
600 გრამი ალუბალი
300 გრამი არაჟანი
7 ჩ/კ ჟელატინი
800 გრამი ხაჭო
5 გრამი ვანილის შაქარი
0.25 ჭიქა წყალი
100 გრამი რძიანი შოკოლადი
მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
1. ფქვილს რბილი კარაქი, კვერცხი, შაქარი და მარილი შეურიეთ. მოზილეთ ცომი. გადაახვიეთ საჭმლის შესაფუთ ცელოფანში და მაცივარში 30 წუთით შედგით. ღუმელი 190 გრადუსზე გაახურეთ. საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და კარაქი გადაუსვით. ცომი ამ ფორმაში გადმოიტანეთ, ჩანგლით ნაჩხვლეტები გაუკეთეთ, 20 წუთით ღუმელში შედგით.
2. ჟელატინს წყალი დაასხით. ცოტა ხნით გააჩერეთ. მანამდე ხაჭო და არაჟანი ერთმანეთში შეურიეთ. დაუმატეთ შაქარი და ვანილის შაქარი. კარგად აურიეთ. ჟელატინი საშუალო დონის ცეცხლზე დადგით. დაელოდეთ, სანამ არ შესქელდება, შემდეგ კი დაუმატეთ ხაჭოს მასა და გასუფთავებული ალუბალი. კარგად აურიეთ.
3. მიღებული მასა გაცივებულ ბისკვიტს გადაუსვით და მაცივარში დაახლოებით 6 საათით შედგით. გაადნეთ შოკოლადი და მორთეთ ტორტი. მოაყარეთ ალუბალიც.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |