მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მარწყვით შერბეთის მომზადება სახლის პირობებში / marwyvis sherbetis momzadeba sakhlis pirobebshi
2017-06-22, 3:46 PM |
შემადგენლობა:
500 გრამი მარწყვი
80 გრამი თაფლი
1 ს/კ არაყი
1 ცალი ლიმონი
მომზადების წესი:
1. მარწყვი კარგად გარეცხეთ და ყუნწი მოაშორეთ. შემდეგ დააბლენდერეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებული პიურე წვრილ საცერში გამოატარეთ.
2. ერთი ცალი ლიმონისგან წვენი გამოწურეთ და თაფლს და არაყს შეურიეთ. ამ მასას მარწყვის პიურე დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
3. მიღებული მასა კონტეინერში მოათავსეთ და მაცივარში 3 საათით შედგით. ყოველ საათნახევარში კონტეინერი გამოიღეთ და მასას აურიეთ..
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |