მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
იტალიური დესერტი - მარწყვის ტარტი / italiuri deserti - marwyvis tarti
2017-06-22, 2:37 PM |
შემადგენლობა:
240 გრამი ფქვილი
140 გრამი ყავისფერი შაქარი
90 გრამი კარაქი
2 ცალი კვერცხი
2 ს.კ რძე
1.5 ჩ.კ გამაფხვიერებელი
1 ჩ.კ დარიჩინი
100 მლ ნაღები
10 ცალი მარწყვი
30 გრამი შაქრის პუდრა
მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
1. შაქარს და გამდნარ კარაქს დაუმატეთ რძე და კვერცხი. ეს ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
2. სხვა ჯამში კი ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და დარიჩინი შეურიეთ ერთმანეთს. მიღებული მასა კარაქისა და კვერცხის მასას დაუმატეთ. კოვზით კარგად აურიეთ.
3. საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით. ცომი მასზე მოათავსეთ და გააბრტყელეთ. მარწყვი შუაზე გაჭერით და ცომის ზემოდან დააწყვეთ.
4. აცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი. სანამ ტარტი გამოცხვება მიქსერით ცივი ნაღები აურიეთ და მომზადებულ ნამცხვარს კრემის სახით მოასხით.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |