Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მაკარონის კაზეროლე – გემრიელი და ნოყიერი კერძი / makaronis kazerole - gemrieli da nokieri kerdzi
2017-06-22, 2:33 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
450 გრ. ხვეული მაკარონი
450 გრ. საქონლის ფარში
1 ც. დაჭრილი ხახვი
800 გრ. დაკეპილი, კონსერვირებული პომიდორი
2 ს. კ ტომატ-პასტა
1 ჩ. კ ნივრის ფხვნილი ან ნიორი
2 ს. კ ოხრახუში
2 ჭიქა ყველი
2 ჩ. კ ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გაახურეთ ღუმელი 190 გრადუს ცელსიუსზე და ცხიმით დაამუშავეთ საცხობი ტაფა. მარილიან წყალში მოხარშეთ მაკარონი, გაწურეთ და აურიეთ 1 ჩ. კ ზეითუნის ზეთი, რომ ერთმანეთს არ მიეკრას. დარჩენილი ზეითუნის ზეთი გაახურეთ ტაფაზე და მოთუშეთ მასში ხახვი და ფარში. როცა ხორცი ყავისფერ შეფერილობას მიიღებს და მომზადდება, გადმოდგით ცეცხლიდან.

2. შეურიეთ ფარშს პომიდორი, ტომატ-პასტა და ნიორი. მასას კარგად აურიეთ და 5 წუთით შემოდგით ცეცხლზე (სანამ შესქელდება). საცხობ ჭურჭელზე გაანაწილეთ მაკარონი ერთ ფენად, დაუმატეთ ფარშისა და პომიდორის ფენა და მოაყარეთ გახეხილი ყველი. აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. მოაყარეთ ცოცხალი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 1888 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]