მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კარტოფილისა და ყველის უგემრიელესი კაზეროლე / kartofilisa da kvelis ugemrielesi kazerole
2017-06-22, 1:08 PM |
შემადგენლობა:
500 გრამი ღორის ხორცი
2 ხახვი
4-6 საშუალო ზომის კარტოფილი
4 ს/კ მცენარეული ზეთი
100 გრამი მაგარი ყველი
მარილი, წიწაკა
ინგრედიენტები სოუსისთვის:
50 გრამი კარაქი
1 ს/კ ფქვილი
250 მლ რძე
მარილი
მომზადების წესი:
1. კარტოფილები გაწმინდეთ და მოხარშეთ მარილიან წყალში.
2. სანამ კარტოფილი იხარშება, სოუსი მოამზადეთ. ტაფაში კარაქი ჩადეთ, დაამატეთ ფქვილი, შემოდგით ცეცხლზე და კარგად მოურიეთ. როცა ზედაპირზე თეთრ ქაფს შეამჩნევთ, ჩაუმატეთ რძე და მოაყარეთ მარილი. ურიეთ. არ აადუღოთ.
3. ხორცი ნაჭრებად დაჭერით.
4. ხახვი რგოლებად, კარტოფილი კი წრეებად დაჭერით. ყველი გახეხეთ.
5. სწორია, თუ ამ კერძს პორციის ფორმებში მოამზადებთ. მაგრამ თუ ასეთი რაღაც არ გაქვთ, შეგიძლიათ ხორცი ერთი ფორმაში შეწვავთ.
6. ფორმას მცენარეული ზეთი გადაუსვით. ფენებად ხახვი დააწყვეთ, შემდეგ კი – ხორცის ნაჭრები. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. თანაბრად გადაანაწილეთ კარტოფილის ნაჭრები.
7. კარტოფილს გადაუსვით სოუსი და გახეხილი ყველი მოაყარეთ. ფორმა ღუმელში შედგით. გაახურეთ 200 გრადუსზე და აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |