მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
გოგრა ტკბილი შიგთავსით / gogra tkbili shigtavsit
2017-06-22, 10:19 AM |
შემადგენლობა:
2 ც. გოგრა
1 ჭ. ნიგოზი
1 ჭ. მოცვი
½ ჭ. ყავისფერი შაქარი
¼ ჭ. ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი
4 ს.კ. კარაქი
3 თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსზე. გაჭერით თითოეული გოგრა ნახევრად, ეცადეთ ყველა ნახევარი თანაბარი ზომის იყო. ამოაცალეთ თესლი. მოათავსეთ გოგრა, კანით ქვევით, საცხობ ტაფაზე.
2. დიდ ქვაბში, მოათავსეთ ნიგოზი, მოცვი, ყავისფერი შაქარი, ფორთოხლის წვენი და თაფლი, აურიეთ ერთმანეთში.
3. შიგთავსი გაყავით ოთხ ნაწილად და მოათავსეთ გოგრის ნაჭრების შუაგულში. თითოეულ ნაჭერს ზევიდან დაადეთ კარაქი.გადააფარეთ საცხობ ტაფას ფოლგის ქაღალდი და შედგით ღუმელში. აცხვეთ 60-90 წუთი, გამოიღეთ ღუმელიდან და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |