მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კარტოფილის ბრაწულა ქათამთან ერთად — კულინარიული ექსპერიმენტების დროა / kartofilis bratsula qatamtan ertad — kulinariuli eqsperimentebis droa
2017-06-22, 9:50 AM |
შემადგენლობა:
400 გრამი კარტოფილი
125 გრამი მდნარი კარაქი
250 გრამი მაგარი ყველი
¼ ჩ/კ დაფქული შავი პილპილი
200 გრამი ქათამი
150 გრამი ხახვი
450 მლ არაჟანი
¼ ჩ/კ მარილი
მომზადების წესი
1. საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით. ფორმაზე მოათავსეთ მსხვილად გახეხილი კარტოფილი, დაამატეთ მარილი და წიწაკა.
2. მოხარშული ქათამი, მდნარი კარაქი, არაჟანი და კუბიკებად დაჭრილი ხახვი ცალკე ჯამში აურიეთ.მიღებული მასა გადაუსვით კარტოფილს.ამ ყველაფერს კი საცხობი ფოლგა გადააფარეთ.
3. ღუმელი 220 გრადუსამდე გაახურეთ და კარტოფილის ბრაწულა 40 წუთის განმავლობაში აცხვეთ. ბოლო 5 წუთის განმავლობაში, კერძი გამოიღეთ ღუმლიდან და გახეხილი ყველი მოაყარეთ. შემდეგ ღუმელში კვლავ შედგით.
ეს რეცეპტი მათთვისა, ვისაც კულინარიული ექსპერიმენტები აინტერესებს. ამ მხრივ შეგიძლიათ სხვა ინგრედიენტებიც დაამატოთ.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |