მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
პიკანტური და გემრიელი საქონლის ხორცის სალათი / pikanturi da gemrieli saqonlis khorcis salati
2017-06-22, 9:29 AM |
შემადგენლობა:
400 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი
400 გრამი დაკონსერვებული ლობიო
150 გრამი ხახვი
100 გრამი მჟავე კიტრი
100 გრამი მოხარშული კარტოფილი
250 გრამი სახლში დამზადებული მაიონეზი
200 გრამი პომიდორი
100 გრამი ზეთისხილი
მომზადების წესი
1. პირველ რიგში სახლის მაიონეზი მოამზადეთ. შეგიძლიათ მაღაზიის მაიონეზიც გამოიყენოთ, მაგრამ საბოლოოდ გემო ისეთი გაჯერებული არ იქნება, როგორიც უნდა იყოს.
2. მოამზადეთ მრგვალი საცხობი ფორმა. წვრილად დაჭერით საქონლის ხორცი და ფორმაში პირველ ფენად ჩააწყვეთ. კარგად გადაუსვით მაიონეზი.
3. წვრილად დაჭერით ხახვი და ისიც საცხობ ფორმაში მოათავსეთ. ამ მეორე ფენასაც მაიონეზი გადაუსვით.
4. მესამე ფენა – დაკონსერვებული ლობიო. მასაც მაიონეზი აუცილებლად უნდა გადაუსვათ.
5. მჟავე კიტრი წვრილად დაჭერით და მეოთხე ფენად დაადეთ სალათას. გადაუსვით მაიონეზი.
6. კარტოფილი კუბიკებად დაჭერით და მაიონეზის გადასმა არ დაგავიწყდეთ.
7. პომიდვრებიც ასევე კუბიკებად დაჭერით, მეექვსე ფენა ისე გადაანაწილეთ, რომ ცენტრში თავისუფალი ადგილი ჩანდეს.
8. ზეთისხილი შუაზე გაჭერით და ფორმის ცენტრში მოათავსეთ.
9. სალათი 2-3 საათით მაცივარში შედგით.
შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |