Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის ღვიძლის ტორტი მაიონეზის გარეშე / qatmis ghvidzlis torti maionezis gareshe
2017-06-22, 9:22 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
6 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
500 გრამი ქათმის ღვიძლი
2 ცალი კვერცხი
0.5 ჭიქა ფქვილი
0.5 ჭიქა არაჟანი 15 %-იანი ცხიმის შემცველობით
მარილი, წიწაკა გემოვნებით
კარაქი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
1 ხახვი
2 სტაფილო
400 გრამი ხაჭო
100 მლ იოგურტი
2-3 კბილი ნივრის
მწვანილი
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი
1. ქათმის ღვიძლი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, არაჟანი, მარილი და წიწაკა. ყველაფერი კარგად აურიეთ.
2. ტაფა გაახურეთ. გადაუსვით კარაქი. ცომი დანით გადაიტანეთ ტაფაზე. მისი დიამეტრი დაახლოებით 20-24 სანტიმეტრი უნდა იყოს. გვერდები ორივე მხარეს ისე შეუწვით, თითქოს ბლინებია.
3. ხახვი დაჭერით, შეწვით ცოტაოდენ ზეთში, დაამატეთ წვრილად გახეხილი სტაფილო. მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ მათ გაციებას დაელოდეთ.
4. ხაჭო, იოგურტი, დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი მწვანილი ერთმანეთში აურიეთ. მარილი გემოვნებით დაუმატეთ.
5. გაცივებულ ტორტის კანს გადაუსვით ხაჭოს კრემი, ზევიდან მომზადებული ბოსტნეული დააწყვეთ. დააფარეთ ტორტის მეორე გამომცხვარი კანი. გაიმეორეთ წინა პროცედურები. საბოლოოდ, კრემი გადაუსვით, მოაყარეთ მწვანილი. შეგიძლიათ პომიდვრის ნაჭრებითაც მორთოთ.

სანამ სუფრასთან მიიტანთ, მაცივარში ერთი საათით მაინც გააჩერეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1130 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]