მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
კარტოფილის “ნამცხვრები” ფინურად / kartofilis "namckhvrebi" finurad
2017-06-22, 9:18 AM |
შემადგენლობა:
6 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
1 ცალი კვერცხი
100 გრამი ფქვილი
კარაქი
მარილი, წიწაკა
სეზამის თესლი (სურვილის მიხედვით)
მომზადდების წესი:
გასუფთავებული კარტოფილი მარილიან წყალში მოხარშეთ. სითხე გადაღვარეთ, კარტოფილისგან პიურე გააკეთეთ. დაუმატეთ კვერცხი, წიწაკა და თუ საჭიროა, მარილიც.
დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
გაყავით 6-7 ნაწილად. ბურთულებად დაამრგვალეთ და ფქვილში „ამოავლეთ“, შემდეგ კი ბრტყელი ფორმა მიეცით მისი სისქე 1,5 სმ. უნდა იყო.
საცხობ ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ და კარაქი გადაუსვით. „ლეპიოშკები“ მასზე დააწყვეთ. კარაქი გადაუსვით. შეგიძლია მოაყაროთ სეზამის მარცვლები. აცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |