მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ვაშლის ღვეზელი - ტატენი / vashlis ghvezeli - tateni
2017-06-22, 9:14 AM |
შემადგენლობა:
ფქვილი – 200 გრამი
რძე- 5 ს/კ
ვაშლი – 1 კგ
კარაქი – 150 გრამი
შაქარი – 180 გრამი
მარილი – 1 მწიკვი.
მომზადების წესი:
100 გრამი ცივი კარაქი გახეხეთ და ფქვილს დაუმატეთ.
არ დაგავიწყდეთ ცივი რძის დამატება, მოზილეთ ცომი. საცხობ ქაღალდში გადაახვიეთ და მაცივარში ნახევარი საათით შედგით.
ვაშლი გაფცქვენით და ოთხ ნაწილად გაჭერით. გაახურეთ ტაფა, ჩაამატეთ შაქარი და კარაქი. ურიეთ იქამდე, სანამ მიღებული მასა არ გამუქდება.
მიღებულ კარამელში ვაშლები ჩააწყვეთ და 15 წუთით გააჩერეთ ცეცხლზე.
ცომი გადაანაწილეთ საცხობი ქაღალდის ორ ფენას შორის. წრე უნდა იყოს საცხობ ფორმაზე ცოტათი დიდი.
საცხობ ფორმაში მოათავსეთ ვაშლები, ცომი დააფარეთ და გვერდები შეუკეცეთ.
ღუმელში აცხვეთ 200 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში.
დაელოდეთ, სანამ ღვეზელი არ გაცივდება, დააფარეთ ტაფას ლანგარი და გადმოაბრუნეთ.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |