ბანანის დესერტი კარიბულად / bananis deserti karibulad
| 2017-06-22, 1:27 AM |
|
შემადგენლობა:
2-3 ცალი ბანანი
1 ცალი ფორთოხლის წვენი
1 ცალი ფორთოხლის ცედრა
3 ს/კ ყავისფერი შაქარი
ცოტაოდენი მუსკატის კაკალი
¼ ჩ/კ დარიჩინი
75 მლ რომი
15 გრამი კარაქი
ნაყინი, ათქვეფილი ნაღები ან კაკალი მორთვისთვის
მომზადების წესი:
მიკროტალღურ ღუმელში კარაქი გაადნეთ. დაუმატეთ ყავისფერი შაქარი, მუსკატის კაკალი, ფორთოხლის ცედრა, დარიჩინი და კარგად აურიეთ.
ამ მასაში ფორთოხლის წვენი და რომი ჩაასხით. ბანანი გაასუფთავეთ და 0.5-0.7 სანტიმეტრის სისქის 2-3 ნაწილად დაჭერით.
საცხობ ფორმაზე ბანანები დააწყვეთ და სოუსი მოასხით. ამზადეთ 180 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ მორთოთ კაკლით ან ათქვეფილი ნაღებით.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო
|
ნანახია: 951 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]