მომზადების წესი:
მისთვის, რომ ხილმა ფერი არ იცვალოს, გათლილ ვაშლის ნაჭრებს დაასხით ლიმონის წვენი. დაუმატეთ მას ცედრა და დაჭრილი ლეღვის ჩირი. გათქვიფეთ შაქარი, კვერცხი და კვერცხის გული. თქვიფეთ მანამ, სანამ შაქარი არ გადნება. ჩაუმატეთ დარბილებული კარაქი და რძე.
ფქვილში აურიეთ გამაფხვიერებელი და შაქრის ფხვნილი. შემდეგ ფქვილისა და კვერცხის მიქსი ერთმანეთში კარგად გადაურიეთ. დაუმატეთ ცომში ვაშლი, ლეღვი, კაკალი და ნაძვის თესლი.
აცხვეთ ნამცხვარი 180 გრადუს ცელსიუსზე, 50 წუთის განმავლობაში, დარიჩინით, ცხიმით, შაქრითა და გირჩის თესლით დამუშავებულ საცხობ ჭურჭელში.