Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხაჭოს ტორტი, შავი ქლიავითა და შავი შოკოლადით - გამოცხობის გარეშე / khachos torti, shavi qliavita da shavi shokoladit - gamockhobis gareshe
2017-06-22, 0:08 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ორცხობილა – 48 ცალი
შაქარი – 1 ჭიქა
კარაქი – 100 გრამი
შავი შოკოლადი – გემოვნებით
ხაჭო – 500 გრამი
არაჟანი – 250 მლ
შავი ქლიავი – 150 გრამი

მომზადების წესი:
ქლიავს ცხელი წყალი დაასხით. 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კი წვრილად დაჭერით.
მოამზადეთ კრემი. ბლენდერის დახმარებით შაქარი და ხაჭო ერთმანეთში აურიეთ. დაამატეთ არაჟანი (აუცილებლად უნდა შეიცავდეს ცხიმს). კარგად აურიეთ.
ამ მასას დაუმატეთ მდნარი კარაქი. კვლავ აურიეთ.
პირველი ფენა 12 ორცხობილისგან შედგება. კრემი გადაუსვით და მომზადებული შავი ქლიავი დააწყვეთ. მასზე მეორე ფენა – კვლავ 12 ორცხობილა მოათავსეთ და პროცედურა გაიმეორეთ. საბოლოოდ, ოთხი ფენა უნდა გამოგივიდეთ.
დაიტოვეთ ცოტაოდენი კრემი, რათა ტორტის ზედა და გვერდითა კიდეები მორთოოთ. არ დაგავიწყდეთ ტორტს გახეხილი კაკაო ან მისი ფხვნილი მოაყაროთ.
შავი ქლიავის ნაცვლად ბანანების ან საზაფხულო ატმების გამოყენებაც შეგიძლიათ. ყველა შემთხვევაში, დესერტი უგემრიელესი გამოდის!



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 1130 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]