Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქათმის სტეიკი ვაშლთან, უგემრიელესი სოუსით / qatmis steiki vashltan, ugemrielesi sousit
2017-06-21, 10:19 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
300 გრამი ქათმის ფილე
60 გრამი ბეკონი
1 ცალი ვაშლი
1 მწიკვი კურკუმა
0.25 ჩ/კ მარილი
0.5 ჩ/კ პილპილი
2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
1 ს/კ სოიოს სოუსი
1 ს/კ ჩილის სოუსი
1 ს/კ თაფლი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ჩ/კ დაფქული წითელი წიწაკა
0.5 ჩ/კ ორეგანო

მომზადების წესი:
ქათმის ფილე ოდნავ გააბრტყელეთ. შეურიეთ მზესუმზირის ზეთი მარილს, წიწაკას, ორეგანოს და კურკუმას. ხორცი მიღებულ მასაში ჩაალბეთ.
მანამდე გაასუფთავეთ ვაშლი, დაჭერით რგოლებად და შუაგული ამოაცალეთ (როგორც ვიდეოშია ნაჩვენები). ფილე ყველა მხრიდან შეწვით მზესუმზირის ზეთში. ლორის ნაჭრები თითოეულ მათგანს შემოახვიეთ.
საცხობ ფორმას ცხიმი გადაუსვით და ფილე ზედ მოათავსეთ, ზემოდან ვაშლის რგოლები დააწყვეთ.
შეურიეთ სოიოს სოუსი, ჩილის სოუსი, თაფლი, ზეითუნის ზეთი და დაფქული წითელი წიწაკა. მიღებული მასა ფილეს და ვაშლებს მოასხით. აცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 1101 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]