მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბადრიჯანი პომიდორითა და ყველით — გემრიელი და მარტივი რეცეპტი / badrijani pomidorita da yvelit — gemrieli da martivi recepti
2017-06-20, 5:25 PM |
შემადგენლობა:
ბადრიჯანი - საშუალო ზომის 3-4 ცალი
პამიდორი - 3 ცალი
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 150 გ
ნიორი - 3-4 კბილი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
დაჭერით ბადრიჯანი მრგვალ 1 სმ-ის სიგანის ნაჭრებად.
დაამარილეთ და გააჩერეთ საწურში 30 წუთი, რათა ბოსტნეული თავისივე წვენმა არ გაამწაროს.
შემდეგ გარეცხეთ ის ცივ წყალში და შეამშრალეთ ხელსახოცით.
დაჭერით პამიდორიც წრეებად.
დაჭერით წვრილად ან დაჭყლიტეთ ნიორი.
გახეხეთ ყველი წვრილ სახეხზე ყველი
დაალაგეთ დაჭრილი ბადრიჯანი ღუმელის გამოსაცხობ ტაფაზე.
ბადრიჯნით თითოეულ ნაჭერს დაადეთ გახეხილი ნიორი, ზემოდან პამიდორი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, გახეხილი ყველი და შედგით 170-180 გრადუსზე 30-35 წუთით.
შემდეგ გამოიღეთ და გემრიელად მიირთვით!..
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |