მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ღორის ხორცი ბადრიჯანითა და მწვანე ლობიოთი / ghoris khorci badrijanita da mtsvane lobioti
2017-06-20, 4:58 PM |
შემადგენლობა:
ღორის ხორცი - 450 გ
ნიორი - 2 კბილი
სოიოს სოუსი - 1 ს/კ
ყავისფერი შაქარი - 2 ჩ/კ
ზეთი - 4 ს/კ
ბადრიჯანი - 200 გ
მწვანე ლობიო - 200 გ
წიწაკა ჩილი - 1 ცალი
სალათის ფოთოლი - 1 კონა
მარილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
ლაიმი - 1 ცალი
ქინძი - 1 კონა
მომზადების წესი:
დაჭერით ღორის რბილი ხორცი პატარა კუბიკებად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი, კარგად აურით და გააჩერეთ 5 წუთი.
გაახურეთ 1 ს/კ დიდ ტაფაში, ჩაყარეთ ნახევარი ღორის ხორცი და შეწვით საშუალო ცეცხლზე. ამას დაჭირდება დაახლოებით 4 წუთი. გადაიტანეთ ხორცი თეფშზე და შეწვით დარჩენილი ხორცი.
დაუმატეთ 1 ს/კ ზეთი იმავე ტაფაში და გააცხელეთ.
ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ბადრიჯანი, პარკი ლობიო და დაასხით 1 ს/კ წყალი. თუშეთ 8-10 წუთი.
შემდეგ დაუმატეთ ტაფაში შემწვარი ხორცი და დაჭრილი წიწაკა ჩილი.
თუშეთ 2 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.
ღრმა თეფშზე დახიეთ სალათის ფურცლები და მოაყარეთ დაჭრილი ქინძი, მოასხით დარჩენილი ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, აურიეთ.
ზედმოან გადაიტანეთ ღორის ხორცისა და ბოსტნეულის მასა.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |