მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათმის ან საქონლის ხორცის ბულიონი / qatmis an saqonlis khorcis bulioni
2017-06-18, 9:58 PM |
შემადგენლობა:
ძროხის უცხიმო ან ქათმის ხორცი - 10გრ.
წყალი - 400მლ.
ოხრახუში - 5გრ.
სტაფილო - 10გრ.
ხახვი - 5გრ.
მარილი.
მომზადების წესი:
ხორცი გაავლეთ ცივ, გამდინარე წყალში, მოაჭერით ცხიმი და დაჭერით პატარა კუბებად. ხორცი მოათავსეთ ქვაბში და დაასხით ცივი წყალი. პირველი ნახარში გადაუქციეთ.
ბულიონი ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათი, პერიოდულად ურიეთ და მოაშორეთ ქაფი, რომელიც წარმოიშვება ხარშვის დროს. მომზადებულ ბულიონს დაუმატეთ მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო და ოხრახუში. დააფარეთ თავსახური და ადუღეთ 5-10 წუთი. მზა ბულიონი გადაწურეთ საწურში, მოხადეთ ზევიდან ცხიმი და ისევ გააგრძელეთ დუღილი. ასეთი ბულიონი შეგიძლიათ მისცეთ ბავშვს როგორც ცალკე ბადეზე გახეხილი ბოსტნეულით, ასევე სხვადასხვა კრუპეულთან ერთად. ანალოგიურად მზადდება ქათმის ბულიონიც.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |