მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ტოლმა ბულგარული წიწაკით / tolma bulgaruli tsitsakit
2017-06-18, 7:26 PM |
შემადგენლობა:
7 ცალი დიდი ბულგარული წიწაკა
300 გრ. საქონლისა და ღორის ფარში
80 გრ. ბრინჯი
2 კბილი ნიორი
2 თავი ხახვი
2 ცალი პომიდორი
3 ს/კ არაჟანი
3 ცალი დაფნის ფოთოლი
შავი პილპილი გემოვნებით
1 ჩ/კ უცხო სუნელი
1 ჩ/კ ქინძის სუნელი
მარილი გემოვნებით
30 მლ. ზეთი
მომზადების წესი:
1 გარეცხეთ ბულგარული წიწაკა და მოაჭერით თავები. მოჭრილი ნაწილი შეინახეთ და წიწაკები კი შიგნით გაასუფთავეთ.
2 ნიორი და ყველა სანელებელი როდინში მოათავსეთ და დანაყეთ.
3 პომიდორი პატარა ნაწილებად დაჭერით და ნივრის ნაზავის ნახევართან ერთად თასში მოათავსეთ. დაუმატეთ არაჟანი და დაფნის ფოთოლი. ყველა ინგრედიენტი კოვზით აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ლიტრი წყალი, 1 ჩ/კ ზეთი და კიდევ აურიეთ.
4 ბრინჯი მარილიან წყალში მოხარშეთ, თუმცა ზედმეტი ხარშვა არ მოგივიდეთ. დაჭერით ხახვი და ზეთში მოთუშეთ. მოხარშული ბრინჯი და ხახვი თასში გადაიტანეთ. დაუმატეთ ფარში და დარჩენილი ნივრისა და სანელებლების ნაზავი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
5 მიღებული ფარშის ნაზავი თითოეულ ბულგარულ წიწაკაში კარგად ჩაპრესეთ.
6 ბულგარულებს გადანახული მოჭრილი თავები დააფარეთ და ღია ბოლოთი ზემოთ ღრმა ქვაბში მოათავსეთ.
7 ქვაბში პომიდვრის ნაზავი ფრთხილად ჩაასხით და დაბალ ტემპერატურაზე 40 წუთით ხარშეთ.
8 მიღებული ტოლმა ქვაბიდან ფრთხილად გადმოიღეთ. შეგიძლიათ მიირთვათ წვენთან ერთად. მიირთვით ცხელი. ძალიან უხდება არაჟანი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |