Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნიგვზისა და ნივრის სოუსში ჩაშუშული ქათმის ღვიძლი / nigvzisa da nivris sousshi chashushuli qatmis ghvidzli
2017-06-18, 6:56 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათმის ღვიძლი - 0,5 კგ
ფქვილი - 2+1 ს/კ
არაჟანი - 150 გ
ნიგოზი - 1/3 ჭიქა
ნიორი - 2-3 კბილი
დაჭრილი მწვანილი - 1 ს/კ
კარაქი ან ზეთი - 100 გ
მარილი
ხმელი სუნელი

მომზადების წესი:
ქათმის ღიძლი გაასუფთავეთ აპკისგან, მოაყარეთ მარილი, ხმელი სუნელი და ამოავლეთ ფქვილში. შეწვით ზეთში ან კარაქში.
ნიგოზი გაატარეთ ან დააბლენდერეთ. ნიორი დაჭყლიტეთ. მოხრაკეთ ნიორი ზეთში, დაუმატეთ ნიგოზი და ხრაკეთ 3 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.
არაჟანში გახსენით ფქვილი და დაუმატეთ ნიგოზს. თუ სოუსი სქელი გამოგივიდათ, დაუმატეთ ბულიონი ან წყალი. დაუმატეთ მარილი და სანლებლები. როცა წამოდუღდება, დაუმატეთ შემწვარი ღვიძლი, დააფარეთ თავსახური და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი. ბოლოს მოაყარეთ მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1203 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]