Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

არომატული სოკოს ჩაქაფული / aromatuli sokos chaqafuli
2017-06-18, 6:50 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხის სოკო - 2 კგ
ხახვი - 5 თავი
პრასი - 2 ცალი, ფოჩების გარეშე
ახალი ნიორი - 1 ცალი, ფოჩების გარეშე
მწვანე ხახვი - 1 კონა
ტარხუნა - 6 კონა
ქინძი - 1 კონა
ნედლი პიტნა - 6-7 ღერი
თეთრი ღვინო - 800 მლ-1 ლ
ახალი ტყემალი - 2 ჭიქა
კარაქი - 1 ს/კ (სავსე)
წყალი - 2 ჭიქა
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესი:
ხის სოკო გავარჩიოთ და რამდენიმე საათით გავაჩეროთ ცივ წყალში, შემდეგ გავწუროთ და დავჭრათ. მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში ალყა-ალყა დაჭრილ ხახვთან, მწვანე ხახვთან, პრასთან და ნიორთან ერთად. დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როცა წყალი თითქმის დააშრება, დავუმატოთ კარაქი და 2 წუთი ვურიოთ, რომ არ მიიწვას, შემდეგ დავასხათ ღვინო, საშუალო ზომაზე დაჭრილი ქინძი, პიტნა და ტარხუნა და 3-5 წუთის შემდეგ კი ტყემალი დავუმატოთ. მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და ცეცხლზე გავაჩეროთ ტყემლის მარცვლების მოხარშვამდე.

წყარო — ჟურნალი "გემრიელი" (მაისის ნომერი)


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 1057 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]