მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბოზბაში - ტრადიციული კერძის მომზადების საუკეთესო ვერსია / bozbashi - tradiciuli kerdzis momzadebis sauketeso versia
2017-06-18, 6:34 PM |
შემადგენლობა:
ცხვრის ხორცი - 1 კგ
ხახვი - 3 თავი
ნიორი - 2 კბილი
მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი) - თითო კონა
ცხვრის დუმა - პატარა ნაჭერი (სურვილისამებრ)
ტომატპასტა - 2 ს/კ
ძირა
ბაჰარის მარცვალი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
ცხვრის ხორცი დავჭრათ, დავასხათ წყალი და ცეცხლზე დავდგათ. ხარშვისას მოვხადოთ ქაფი. დუმა რომ მოიხარშება, ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და ჩავაბრუნოთ ქვაბში. ვისაც ნაკლებცხიმიანი წვნიანი უყვარს, ცხვრის დუმას ნუ გამოიყენებს. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მოვშუშოთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ ჩავუმატოთ ბულიონს. ხორცი რომ მოიხარშება, ჩავუმატოთ სანელელები და ტომატპასტა, ბოლოს დავაყაროთ დაჭრილი მწვანილი და ნიორი.
წყარო — ჟურნალი "გემრიელი" (ოქტომბრის ნომერი)
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |