Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

როგორ მოვამზადოთ ლობიო საქონლის ხორცით / rogor movamzadot lobio saqonlis khorcit
2017-06-18, 6:29 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ლობიო 800 გრამი.
საქონლის ხორცი(რბილი)500 გრამი.
2 თავი(საშუალო ზომის)ხახვი.
4-5კბილი ნიორი.
ტომატი ან პომიდორი.
2ს/კ ძმარი(ღვინის)
ქონდარი, წიწაკა, მარილი ქინძი(ნედლი)

მომზადების წესი:
მოვხარშოთ ლობიო კარგად.(ხარშვის დროს აუცილებლად გამოვუცვალოთ პირველი წყალი) ცალკე პატარა ნაჭრებად დავჭრათ საქონლის რბილი ხორცი და მცენერეულ ცხიმში (უმჯობესია ზეითუნის ზეთი) დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ, როდესაც ხორცი ცოტა დარბილდება, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ ხორცის შუშვა.შემდეგ დავუმატოთ ქონდარი, ძმარი და დაჭყეტილი პომიდორი (ან ტომატი) და გავაგრძელოთ დაბალ ცეცხლზე მიღებული მასის მოშუშვა, 25-30 წუთის შემდეგ, როდესაც პომიდორი ფერს შეიცვლის და ხორცი უკვე მზად იქნება ყველაფერი ეს დავუმატოთ წინასწარ მოხარშულ ლობიოს და დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი ვხარშოთ, თან დავუმატოთ გემოვნებით წიწაკა, დანაყული ნიორი და მარილი.
შეგვიძლია ბოლოს გადმოღების წინ თავზე მოვაყაროთ ჭვრილად დაჭრილი ქინძი, მაგრამ მის გარეშეც ხორციანი ლობიო ძალიან გემრიელია.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, მზარეული, რეცეპტი, mzareuli, kulinaria, recepti, რეცეპტები, receptebi, როგორ მოვამზადო, rogor movamzado ნანახია: 845 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]