მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ბლინები ფქვილის გარეშე - უბრალოდ პირში დნება! / blinebi fqvilis gareshe - ubralod pirshi dneba!
2017-06-18, 4:24 PM |
შემადგენლობა:
კვერცხი - 6 ცალი
რძე - 0, 5 ლიტრი
სახამებელი - 5-6 სუფრის კოვზი
მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
ხაჭო 300 გრამი
შაქრის ფხვნილი გემოვნების მიხედვით
არაჟანი გემოვნების მიხედვით
ნაღების კარაქი გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
* ავთქვიფოთ 5 კვერცხი შაქრის ფხვნილთან ერთად.
* შემდეგ მივამატოთ სახამებელი, და თანდათან ვურიოთ. ყურადღება მივაქციოთ, რომ კარგად გაიხსნას და შეკრული ნამცეცები არ დარჩეს.
* ჩაასხით მასში რძე და მზესუმზირის ზეთი, აურიეთ და გააჩერეთ 15 წუთით. ცომი გამოვა თხევადი.
* მოუსვით ტაფას ზეთი ან სალა(ღორის ქონის ნაჭერი) ერთხელ. შეწვით ბლინები მხოლოდ ერთი მხრიდან.
* გაამზადეთ გულსართი. ხაჭო ადღვიბეთ შაქარსა და 1 კვერცხთან ერთად. შეგიძლიათ ტატაჩოს თესლი და ქიშმიში ავურიოთ გემოვნებით.
* გამზადებულ ბლინებს წავუსვათ ხაჭოს გულსართი და მოვახვიოთ სურვილის მიხედვით.
* ჩავალაგოთ ცეცხლგამძლე ჯამში ან ქვაბში, ზემოდან წავუსვათ არაჟანი ან ზეთი და შევდგათ 180 გრადუსიან ღუმელში 10-15 წუთით.
მიღებული ცომისგან გამოდის 25 თხელი ბლინი. თამამად მოიწვიეთ მეგობრები, გჯეროდეთ, უთუოდ მოეწონებათ.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |