მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სოკოს შილა ფლავი / sokos shila flavi
2017-06-18, 2:28 PM |
შემადგენლობა:
სოკო - 1.5 კგ
მრგვალი ბრინჯი - 1 ჭ
ხახვი - 5
წყალი - 6 ჭ
ბაჰარი - 1/2 ჩ.კ
დაფნა - 2 ფოთოლი
ძირა - 2 ჩ.კ
მცენარეული ცხიმი - 4-5 ს.კ,
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
ხახვი და სოკო დავჭრათ და მოვშუშოთ სქელძირიან ქვაბში. დავასხათ წყალი, გავუწყოთ სანელებლები სასურველ გემოზე და როცა წყალი ადუღდება, ჩავუშვათ გარეცხილი ბრინჯი. შილაფლავი იხარშება საშუალო ტემპერატურაზე, პერიოდული მორევით, ვიდრე ბრინჯი არ გაფუვდება და კერძი არ მიიღებს სასურველ კონსისტენციას.
რჩევა:
შილაფლავში შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის სოკო, ან 1 ქილა დაკონსერვებული ქამა სოკო. მარინადის გამოყენების შემთხვევაში, სოკოს ვდგამთ გამდინარე წყლის ქვეშ, რათა დაკარგოს ძმრისა და სპეციფიური სანელებლების არომატი.
გამზადებული შილაფლავი უნდა იყოს სასურველ კომსისტენციაზე ცოტა უფრო თხელი, ვინაიდან სუფრასთან მიტანისას კიდევ უფრო
ჩასქელდება და გამოშრება, რაც მას ხარისხს დაუკარგავს.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |