Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ტორტი “პანჩო” ყველაზე ზარმაცი კულინარებისთვის / torti "pancho" yvelaze zarmaci kulinarebistvis
2017-06-18, 1:43 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 შეკვრა მზა ბისკვიტი
1 ლ არაჟანი ( ცხიმი არანაკლებ 20%)
1/2 ჭიქა შაქარი
1 ქილა დაკონსერვებული ანანასი
100 გ ნიგოზი
50 გ შავი შოკოლადი
ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:
დაჭერით ანანასი 1–1,5 სმ -ის პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად. თხილი დააქუცმაცეთ დანით, ან გაატარეთ ბლენდერში. ფირფიტები დაჭერით დაახლოებით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად.
არაჟანი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ვანილი, შაქარი და ისევ ათქვიფეთ სანამ შაქარი არ გაიხსნება. კრემის დაახლოებით 1/3 ცალკე შეინახეთ, დანარჩენი კი წაუსვით დაჭრილ ბისკვიტს და ნაზად გაანაწილეთ, რათა ბისკვიტის ყველა ნაჭერი დაიფაროს კრემით.
კრემიანი ბისკვიტის ნაჭრები დაალაგეთ დიდ თეფშზე და თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან დააწყვეთ ანანასის კუბიკები და მოაყარეთ თხილი. შემდეგ ისევ ბისკვიტი, ანანასი და თხილი. და ასე გააგრძელეთ ტორტის აწყობა ფენა-ფენა. თუკი პირამიდის ფორმა არ მიიღო, არაუშავს: მიეცით ჩვეულებრივი მრგვალი ტორტის ფორმა, ის ისედაც გემრიელი გამოვა.
დარჩენილი, გადანახული კრემით დაფარეთ ტორტის ზედა ნაწილი.გაადნეთ შოკოლადი ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში,მოასხით ტორტს და მოაყარეთ თხილით.
დაახლოებით 1 საათი სითბოში დადეთ ტორტი, შემდეგ კი შეინახეთ მაცივარში კიდევ 2 საათი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 2261 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]