მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
სამარხვო კოტლეტები სოუსით / samarxvo kotletebi sousit
2017-06-18, 1:39 PM |
როგორც ჩემი რეცეპტების უმრავლესობაში ინგრედიენტების შეცვლა და ვარირება თქვენს ფანტაზიაზეა, მე მხოლოდ იდეებს მოგაწვდით . ე.ი. როგორ მოვამზადე ეს სამარახვო კოტლეტები სოუსით; მოვხარშე 3 ცალი სასუალო ზომის კარტოფილი , დავსრისე,ვაქციე პიურედ,დავამატე დაქუცმაცებული ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, ქინძი ოხრახუში, კამა, უცხო სუნელი, პაპრიკა, ცხარე წიწაკა, მარილი და მასის შესასქელებლად დავამატე საფანელი, საფანელი შეგიძლიათ შეანაცლოთ მანანის ბურღულით ან დამბალი ხმელი პურით, მოვაგუნდავე კოტლეტები, (ასევე შეგიძლიათ საფანელში ამოავლოთ) და შევწვი ზეთში.
შემდეგ მოვამზადე სოუსი - მოვდაღე ზეთში თანმიმდევრობით ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა, დავაყარე 1 სუფრის კოვზი ფქვილი რომ სოუსისთვის სისქე მიმეცა და მოვასხი ზამთრისთვის შენახული პომიდვრის საწებელი რომ ადუღდა დავამატე ნიორი და მწვანილები, მოვათავსე შემწვარი კოტლეტები სოუსში და კიდევ ერთხელ წამოვადუღე , სულ ესაა, მოამზადეთ და გაიმრავალფეროვნეთ სამარხვო მენიუ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |