მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
არომატული თევზი კეცზე / aromatuli tevzi kecze
2017-06-18, 1:09 PM |
შემადგენლობა:
ცხარე წიწაკა
ნიორი - 4 კბილი
ქინძი - 1 კონა
ნიგოზი - 100 გ
ორაგული, მდინარის - 4 ულუფა
დაფნის ფოთოლი - 4
ბაჰარი (სურნელოვანი პილპილი
მარილი
ალუბლის ფოთლები
მომზადების წესი:
თუ კეცი არ გაქვთ, გამოიყენეთ სხვა ნებისმიერი ფორმა ღუმელისთვის.
თევზი გარეცხეთ და გაამშრალეთ. ნიგოზი, ქინძი, თესლგამოცლილი წიწაკა და ნიორი დანაყეთ ან ბლენდერში გამოატარეთ. დაამატეთ მარილიც. თევზს შიგნით-გარედან კარგად წაუსვით ნიგვზიანი ნარევი. ფორმას ჩააფინეთ ალუბლის ფოთლები, ჩადეთ დაფნა და რამდენიმე მარცვალი სურნელოვანი პილპილი. შემდეგ ზემოდან დაადეთ თევზი. მოაყარეთ დარჩენილი ნიგვზის ნარევი და და შეწვით 180 გრადუსზე 20-30 წუთი.
ალუბლის ფოთლები თუ არ გაქვთ, გამოტოვეთ.
ორაგულის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ კალმახი.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |