მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ალუბალის ცივი სუფი ჭრიანთელი / alubalis civi sufi chrianteli
2017-06-18, 1:00 PM |
შემადგენლობა:
ალუბალი - 1 კგ
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 4 კბილი
მწვანილი - (ქინძი, ტარხუნა, კამა, ოხრახუში) 1 კონა
კიტრი - 2 ცალი
მწვანე ხახვი - 1 კონა
ნიგოზი - დაჭრილი, 0,3 ჭიქა
მომზადების წესი:
გამოკურკეთ ალუბალი, კოვზით დაჭყლიტეთ და გამოწურეთ წვენი. სურვილისამებრ დაუმატეთ ცოტა წყალი.
პრესში გაატარეთ გაფცქვნილი ნიორი.
დაჭერით ხახვი, კიტრი და მწვანილები. ერთად აურიეთ დაჭრილი ხახვი, კიტრი, მწვანილები და ნიორი, დაუმატეთ მარილი გემოვნებით და დაასხით ალუბლის წვენი.
მოათავსეთ წვნიანი მაცივარში 1-2 საათით.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ნიგოზი.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |