Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბადრიჯანის ტერინი / badrijanis terini
2017-06-18, 12:56 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ბადრიჯანი 2 ცალი, დიდი ზომის
ყველი ფეტა 200 გ
პომიდორი 1 ცალი დიდი ზომის
ბულგარული წიწაკა 2 ცალი დიდი ზომის
ნიორი 2-3 კბილი
ზეთი შესაწვავად
მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
დაჭერით ბადრიჯანი სიგრძეზე თხელ ნაჭრებად, დაამარილეთ, გაწურეთ და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
გარეცხეთ ბულგარული წიწაკა, გააშრეთ და შეწვით მშრალ ტაფაზე, პერიოდულად გადააბრუნეთ, რათა ყველა მხრიდან შეიწვას. ცხელ-ცხელი წიწაკები მოათავსეთ ჯამში და გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი – ასე გააცივეთ. გაცივებული წიწაკებს გააცალეთ კანი, გაჭერით 4 ნაწილად და ამოაცალეთ თესლები.
გარეცხეთ პომიდორი, გააშრეთ და დაჭერით თხელ წრეებად. ფეტა დაფხვენით ხელით. ნიორი გაფცქვენით და წვრილად დაჭერით.
20 სმ დიამეტრის ჯამში ჩააფინეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათავსეთ მასში შემწვარი ბადრიჯნის ფირფიტები ყვავილის ფურლებივით, ისე, რომ ბადრიჯანმა ჯამის ფსკერიც და კიდეებიც დაფაროს. (იხ.სურ)
ბადრიჯანზე მოაყარეთ ცოტაოდენი დაფხვნილი ფეტა. შემდეგ დაალაგეთ რამდენიმე ნაჭერი პომიდორი და მოაყარეთ ნახევარი ნიორი. შემდეგ მოაყარეთ კიდევ ცოტა ფეტა, დაალაგეთ წიწაკის რამდენიმე ნაჭერი, მოაყარეთ კიდევ ნიორი და ამოავსეთ ამ თანამიმდევრობით გულსართით ბადრიჯანი.
დაფარეთ გულსართი ბადრიჯნის ამოწეული კიდეებით, შეფუთეთ ცელოფნით და დააფარეთ ზემოდან ჯერ თეფში, შემდეგ რაიმე მძიმე ნივთი. შედგით ჯამი ტერინით მაცივარში 1,5 საათით.
გამოიღეთ მაცივრიდან მზა კერძი, გადმოაბრუნეთ ფრთხილად თეფშზე, მოაცალეთ ცელოფანი და დაჭერით.
შეფ-მზარეულის რჩევა:
ბადრიჯანი შეწვისას ბევრ ზეთს იწოვს. იმისათვის, რომ ზეთის რაოდენობა შეამციროთ, ნუ დაასხამთ ტაფაზე ზეთს, არამედ კულინარიული ფუნჯის მეშვეობით წაუსვით ბადრიჯნის ფირფიტებს ორივე მხრიდან და შეწვით მშრალ ტაფაზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, mzareuli, რეცეპტები, recepti, kulinaria, receptebi, rogor movamzado, როგორ მოვამზადო ნანახია: 785 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]