მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ფოკაჩა / fokacha
2017-06-18, 12:52 PM |
შემადგენლობა:
ფქვილი – 470 გრ
საფუარი – 2 ჩ/კ
თბილი წყალი – ერთი ჭიქა და ნახევარი
ზეითუნის ზეთი – 1 ს/კ
შაქარი – 1 ჩ/კ
მარილი – 1 ჩ/კ
პომიდორი – 1/2
წითელი ხახვი – 1/2
მშრალი კამა – 2 ჩ/კ
მშრალი ნიახური – 1/2 ჩ/კ
კვლიავი – 1 ჩ/კ
მომზადების წესი:
ფოკაჩა- ეს არის საფუარანი პური, რომელსაც აცხობენ იტალიაში შიგთავსის გარეშე, მაგრამ ზემოდან აყრიან სუნელებს, ბოსტნეულს და სხვა სახის ინგრედიენტებს. შეურიეთ საფუარი შაქარს და გაადნეთ თბილ წყალში. დაამატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და გადადგით ცოტა ხნით. ფქვილს შეურიეთ მარილი, ნიახური და კამა. ფქვილში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით საფუარი, რომელსაც გახსნით თბილ წყალში. ამის შემდეგ მოზილეთ ცომი და დატოვეთ ის 2 საათის განმავლობაში, რომ ამოფუვდეს. ამოფუებული ცომი დაყავით 2 ნაწილად და გააბრტყელეთ. დააყარეთ ზემოდან თხლად დაჭრილი წითელი ხახვი, ნიორი, პომიდორი, კვლიაბი და მოასხით ზეითუნის ზეთი. ისევ გადადგით 15 წუთის განმავლობაში თბილ ადგილას. ამის შემდეგ შედგით ცომი 10-15 წუთის განმავლობაში ცხელ ღუმელში. გამოაცხეთ მანამ, სანამ პური არ მიიღებს მოყავისფრო ქერქს.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |