| მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად | 
შნიცელი პარმეზანით / shniceli parmezanit 
| 2014-04-15, 2:09 PM | |
შემადგენლობა:
1 კვერცხი
20 გ გახეხილი პარმეზანი
5 ს.კ. ზეთი
2 თხელი ნაჭერი ღორის ხორცი
3 ს.კ. ძმარი
მწიკვი შაქარი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
500 გ პამიდორი
2 ს.კ. დაკეპილი ოხრახუში
მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი:
კვერცხი გავთქვიფოთ, დავუმატოთ გახეხილი ყველი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი. ხორცის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ამოვავლოთ კვერცხისა და ყველის მასაში და გაცხელებულ ზეთში, თითოეულ მხარეს 5 წუთის განმავლობაში შევწვათ. სანამ ხორცი შეიწვება, კარგად ავურიოთ ძმარი, მარილი, პილპილი, შაქარი და 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი. პამიდორი დავჭრათ, მოვაყაროთ ოხრახუში და მოვასხათ მომზადებული სოუსი. შნიცელები ცოტა ხნით ქაღალდში გავახვიოთ და შემდეგ პამიდვრის სალათასთან ერთად მივირთვათ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
 
 დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი! 
 
 გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
| სულ კომენტარები: 0 | |
