10:40 PM Restaurant Meidani / რესტორანი მეიდანი | |
დასახელება: მეიდანი კატეგორია: რესტორნები მისამართი: თბილისი, რკინის რიგი, 6 ტელეფონი: +995 32 2 75 11 88 ელ-ფოსტა: restaurant@maidan.ge მეიდანი უძველესი დროიდან "დიდი აბრეშუმის გზის" მთავარი გზა გასაყარი იყო-ევროპიდან და აზიიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან უწყვეტად მომავალი ქარავნები სწორედ აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს; ამ ქარავნებს თან მოყვებოდა განსხვავებული კულტურებიც თბილისის ერთ პატარა ქუჩას მსოფლიო კულტურების , რელიგიებისა და ცივილიზაციების შეხვედრის და თანხვედრის ცენტრად აქცევდა. რესტორანი "მეიდანი" თბილისის ერთ-ერთი საუკეთესო რესტორანია, რომელსაც ყველაზე უკეთ შემოუნახავს ძველი თბილისის კოლორიტული ხმები და სახეები, იდუმალება და მისტერია, აქ წარსულისა და აწმყოს გზაგასაყარია; ეგზოტიკური, ქართულ-აზიური ინტერიერით და საუკეთესო საკლუბო მუსიკით, კერძების არჩევანიც მრავალფეროვანია-ქართულ - აზიურ - ევროპული სიმბიოზი. განახლებულ "მეიდანში" სპეციალურ ფარდაზე დატანილი ქართველი, რუსი, აღმოსავლეთის და დასავლეთის საუკეთესო პოეტების ლექსები ამ უნიკალური ადგილის უჩვეულო წარსულს გაგახსენებსთ. სულ მალე "მეიდანი" კულტურის ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს და პოეზიისა და ხელოვნების საღამოები გაიმართება. განახლებული ინტერიერი ჭერში შეკიდული ულკამაზესი აკვარიუმით, ახალი კომფორტული სავარძლებით, ძველი თბილისის ფოტოებით მორთული კედლები, რბილი განათებით, ცოცხალი მუსიკა და უგემრიელესი კერძები საუკეთესო დასვენებისა და გართობის გარანტიაა თბილისელებისათვის და დედაქალაქის სტუმრებისათვისაც. ტერიტორიაზე, სადაც მოწყობილია შესაფერისი გარემო, ბინადრობენ იხვის ჭუჭულები, ხოხბები, ციცრები, თუთიყუშები, იადონები და სხვა მრავალი ფრთოსანი, რომლებიც კეთიგანწყობილნი არიან ჩვენი სტუმრებისადმი. "მეიდანში" სტუმრებს შეუძლიათ დეკორატიულ გალიებში თავად შეარჩიონ ხოხობი და მწყერი საფირმო კერძის მოსამზადებლად. შემწვარი ციკანი, ციკანი აჯიკით, ელარჯი, ღომი, გადაზელილი სულუგუნი, ყველი პიტნაში, ტაბაკა, კუპატი. ადგილზე ცხვება თონის, ასევე ორიგინალური რეცეპტურის თეთრი და შავი პური მზესუმზირის მარცვლებით. ვარდების ბაღის დარბაზი - დ. აღმაშენებლის გამზ ("ვარდების ბაღი"); 591 19 44 65. ღიაა: ყოველდღე, 10:00- ბოლო სტუმრის წასვლამდე. უნიკალური, რესტავრირებული, მულტიფუნქციური დარბაზი საშუალებას იძლევა ჩაატაროთ: კორპორატიული საღამო, თეატრალიზებული წარმოდგენა, ფესტივალები, მიღება-წვეულებები, გამოფენა-ჩვენებები, კონფერენციები, ქორწილები. "მოდიმნახე"- ახალი სწრაფი კვების ობიექტი - 10 ლარად (მიირთვით რამდენიც გინდათ საფირმო კერძები). ღიაა: ყოველდღე, 10:00-ბოლო სტუმრის წასვლამდე. - შეკვეთები კორპორატიული ბანკეტებისათვის 160 კაცზე; - დისკო და კარაოკე კლუბი - 22 საათიდან; თანამედროვეობის ცნობილი ჰიტები, ჩვენს სპეციალურ კარაოკე კლუბში ცოცხალი მუსიკა ყოველდღე: ჯაზ ბენდი "მეიდანი", ხალხური სიმღერის ანსამბლი "ურმული", ქალაქური სიმღერების კვარტეტი, ხალხური ცეკვის ანსამბლი, მსოფლიო უცხოური ჰიტების სოლო შემსრულებლები. შაბათობით - ქართული ესტრადის ვარსკვლავების შოუ-პროგრამა. განახლებული "მეიდანი" გელით დღის 12:00 საათიდან ! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |