5:11 PM Kyoto / კიოტო | |
დასახელება: Kyoto კატეგორია: რესტორნები მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 16 ტელეფონი: 2920011 Facebook: Kyoto ელ-ფოსტა: david.kaliashvili@gmail.com ვებ-საიტი: kyoto.ge ინფორმაცია: იაპონური სამზარეულო. უგემრიელესი კერძები, მაღალი კლასის მომსახურება და საუკეთესო გარემო \"KYOTO\"-ს შეფ-მზარეული გიორგი ჭინჭარაშვილი: იაპონურ სამზარეულოს საკმაოდ სახელგანთქმულმა შეფ-მზარეულმა – სე ჯიმ მაზიარა. მისგან არა მხოლოდ სუშის მომზადება, არამედ სამზარეულოში ურთიერთობის კულტურაც ავითვისე, რაც მოგვიანებით, როდესაც შეფ-მზარეული გავხდი ძალიან გამომადგა. ისევე, როგორც სე ჯის, მეც მზარეულებთან მეგობრობასა და ურთიერთ პატივისცემაზე აგებული ურთიერთობა მირჩევნია. თუ გინდა, ამ მართლაც არაჩვეულებრივი ქვეყნის კულინარიულ საიდუმლოებებს ჩასწვდე, ის სხვა კულტურის სამზარეულოს არ უნდა შეადარო. განსხვავებულია როგორც ინგრედიენტები, ასევე მათი მომზადების წესები და ესთეტიკური მხარე. კერძის დიზაინზე ზრუნვა იაპონიაში ხელოვნების დონეზე აიყვანეს. იაპონელები იმგვარად იკვებებიან, რომ სიამოვნება არა მხოლოდ საკვების მიღების დროს, არამედ მანამდეც განიცადონ და შემდგომაც ეს გრძნობა კარგა ხნით გაიხანგრძლივონ. სამზარეულოს უყვარს იმპროვიზაცია, მეც ვაძლევ ხოლმე თავს უფლებას, იაპონური კერძები ქართულ გემოვნებას მოვარგო, რაც სხვათა შორის ძალიან მოსწონთ ჩვენს იაპონელ სტუმრებსაც. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |