Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » success bar / საქსეს ბარი
6:03 PM
success bar / საქსეს ბარი

დასახელება: სექსეს
კატეგორია: კაფე ბარები
მისამართი: თბილისი, ვაშლოვანის ქ., 3
ტელეფონი: +995 32 2 99 82 30

ინფორმაცია:
რას უწოდებთ მას, რაც აქამდე არ არსებულა? რევოლუციას, ინოვაციას? ჩვენ კი ამ ბარს "წარმატება" ვუწოდეთ.

ბარის მთავარი მიზანია მძიმე სამუშაო დღის შემდეგ მოსულ სტუმრებს სასიამოვნო, მშვიდი ატმოსფერო შეუქმნას. "საქსესი"-ს ყველაზე ხშირი სტუმარი, ხელოვანი და შემოქმედი ხალხია.

"საქსესი" თბილისის შუაგულში, ვერაზე (ვაშლოვანის.ქ. 3) მდებარეობს. იგი ხალხს იზიდავს თავისი არაჩვეულაბრივი დიზაინით - ჭერი მორთულია მუსიკალური დისკებით, ჯინსის ქსოვილებით, კედლები კი ძველი ბანკნოტებით და მოდის ჟურნალებიდან ამონაჭრებით,რომლებზეც ასახულია ყველა დროის რამოდენიმე სახელგანთქმული პოროვნება. ბუნდოვანი და გაბნეული შიდა განათება სასიამოვნო და მშვიდ გარემოს ქმნის. მუსიკა ცოტა ხმამაღალია და ზოგჯერ სხვადასხვა სტილისაა: ჯაზი, სოული, ელექტრონული მუსიკა, ჩილჰაუზი, ჩილაუთი (ბუდა-ბარი; კაფე დელ მარი; მან-რეი; პარიზ ლონჟი).

გთავაზობთ ყურადღებიან და კეთილსინდისიერ მომსახურებას. გთავაზობთ თანამედროვე ევროპული ტიპის მენიუს: მრავალი სახეობის წვნიანი, ცივი კერძები, სალათები (კეისრის სალათა ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს), ზღვის კერძები, ღორის ხორცის, ბივშტექსის, ქათმის, თევზისა და სოკოსაგან დამზადებული პირველი თავი კერძები. ბარი არც ვეგეტარიანელებს ტოვებს უკმაყოფილოს. დესერტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით "ცხელი შოკოლადი" სარგებლობს. ფასები ხელმისაწვდომია; სალათების ღირებულაბა 4.50 - 9.00 ლარამდე მერყეობს, პირველი თავი კერძი 4.50 -12.50, ზღვის დელიკატესები 10.00 - 12.50, ცომეული 4 - 12.50, დესერტი 3.50 - 7.00, კოკტეილები 4.50 - 14.00.

კატეგორია: კაფე ბარები | ნანახია: 1387 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კვება, kveba, კაფე-ბარი, კაფეები, barebi, კაფე ბარი, kafeebi, ბარები, kafe bari, kafe-barebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]