Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » Wendys / ვენდისი
5:26 PM
Wendys / ვენდისი
დასახელება: ვენდის / Wendys
კატეგორია: სწრაფი კვება
მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 31/13
ტელეფონი: რუსთაველი - 577 340 247 / ვაკე - 577 225 580
Facebook: ვენდის / Wendys
ელ-ფოსტა: info@wendys.ge
ვებ-საიტი: wendys.ge

ინფორმაცია:
ვენდი’ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ ლიცენზირებულ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში. დაწვრილებითი ინფორმაცია ჩვენი კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.wendys.com

ჩვენი ხედვა

ჩვენ გულწრფელად გაწვდით მხოლოდ გამორჩეულ, მაღალი ხარისხის, ახალ, ნამდვილ და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს... დამზადებულს შეკვეთის მიღებისთანავე... გულით მორთმეულს ვენდის თანამშრომლების მიერ... თანამშრომლების, რომლებიც ჩვენი დამფუძნებლის, დეივ თომასის მემკვიდრეობას აგრძელებენ და ყოველდღიურად პირნათლად ასრულებენ თავის მოვალეობას.
ჩვენი ფასეულობები
ვენდი’ს გრძელვადიანი წარმატება იმ ძირეულ ღირებულებებთანაა დაკავშირებული, რომელთაც ყოველდღიურად ნებისმიერ საქმეში ვნერგავთ და ვაქსოვთ, ჩვენს რესტორნებსა და დამხმარე ცენტრებში, მსოფლიო მასშტაბით.

ვენდის ფასეულობები: „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“, „ვაკეთოთ საქმე სამართლიანად“, „გავიღოთ მოწყალება“ 40 წლის წინ ჩვენმა დამფუძნებელმა - დეივ თომასმა შექმნა. მისი სიტყვები დღესაც ჩვენი თანამშრომლებისთვის ძირითად მამოძრავებელ სლოგანს წარმოადგენს.

ამ ღირებულებების თანახმად, ჩვენი პასუხისმგებლობაა, როგორც ვენდი’ს, როგორც ბიზნესის წარმატებაზე ორიენტირება, აგრეთვე ჩვენს მომხმარებელზე, თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე ზრუნვაც.

ჩვენ ხარისხისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს
როდესაც ვენდის რესტორანს სტუმრობთ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენთან ყოველთვის დაგხვდებათ: მეგობრული გუნდი, ნათელი, მშვიდი ატმოსფერო, სისუფთავე, მრავალფეროვანი მენიუ. და რაც მთავარია - უგემრიელესი საკვები! ბურგერები აუცილებლად ახლად დამზადებული, შემდგარი ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებისგან; სალათები - ჯანსაღი; ფროსტის დესერტები კი მუდამ ცივი და არომატული. ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ ჩვენი ინგრედიენტები ყოველთვის უმაღლესი ხარისხისაა.

ჩვენი ჰამბურგერები მზადდება უახლესი ძროხის ხორცით, რომელიც თავსდება უგემრიელეს პურში. იგი არ ინახება გამათბობელი მოწყობილობის ქვეშ. გრილიდან გამოღებული დაუყოვნებლივ თავსდება ფუნთუშაში და პირდაპირ მიდის მომხმარებელთან. ჩვენი სალათები მზადდება ყოველდღიურად და არ შეიცავს არანაირ კონსერვანტებს.
კატეგორია: სწრაფი კვება | ნანახია: 1316 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, სწრაფი კვების ობიექტები, სწრაფი კვების ობიექტი, stsrafi kveba, swrafi kveba, scrafi kveba, სწრაფი კვება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]