Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხორვატული ნამცხვარი / khorvatiuli namckhvari
2013-05-13, 11:01 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
2/3 ჭიქა კარაქი,
1 1/4 ჭიქა შაქარი,
4 ცალი კვერცხი,
2 ლიმონის ცედრა,
2 თავმობმული ჭიქა ფქვილი,
1 ს.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი,
3 ჭიქა მსხვილად დაფქული ნიგოზი.

მომზადების წესი:
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ ცოტა ფქვილი. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა გავთქვიფოთ სანამ ბეზეს არ მივიღებთ. თასში მოვათავსოთ ფქვილი, ლიმონის ცედრა, გამაფხვიერებელი ფხვნილი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი. მიღებულ გოგლი-მოგლს ერთმანეთის მონაცვლეობით შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი და მშრალი ინგრედიენტები. ბოლოს შევურიოთ გათქვეფილი კვერცხის ცილა, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ, ჩავასხათ ფორმაში და ზემოდან ნიგოზი მოვაყაროთ. ვაცხოთ დაახლოებით 25-30 წუთის განმავლობაში, სანამ გული არ გამოცხვება. მზა ნამცხვარი შევაგრილოთ და ჭიქის საშუალებით მრგვალ ნაჭრებად დავჭრათ.






გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kulinaria receptebi, tkbileuli, ხორვატული ნამცხვარი, ნამცხვრები, khorvatiuli namckhvari, ნამცხვარი, namckhvari, ტკბილეული, namcxvrebi ნანახია: 2011 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]