Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გოზინაყი - საახალწლო სუფრა, კულინარია, რეცეპტები

შემადგენლობა:
ნიგოზი(თეთრი) - 500 გ;
თაფლი – 300 მლ;
შაქარი – 40 გ;

მომზადების წესი:
გაარჩიეთ ნიგოზი და დაჭერით თხლად. დაჭრილი ნიგოზი მოხალეთ ნელ ცეცხლზე დაწითლებამდე. თან გამუდმებით ურიეთ.
გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და გააცალეთ კანი.
სქელძირიან ღრმა ტაფაში ჩაასხით თაფლი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. თაფლი დუღილს რომ დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ წყლიან ჭურჭელში ჩაწვეთებისას თაფლი არ გამაგრდება.
თაფლში ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და დადგით ცეცხლზე, ისევ გამუდმებით ურიეთ, დაუმატეთ შაქარი. როდესაც თაფლი და ნიგოზი ერთგვაროვან მასად იქცევა, გადაიტანეთ სველზედაპირიან ხის დაფაზე და ნელ-ნელა გააბრტყელეთ ხის სველი კოვზით.
გოზინაყი გაცივებამდე დაჭერით ტომბებად, თორემ გაცივების შემდეგ გამაგრდება და დაჭრა გაგიჭირდებათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



2013-01-21, 10:34 PM
კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: საახალწლო რეცეპტები, გოზინაყის რეცეპტი, გოზინაყის, gozinayis recepti, გოზინაყი, გოზინაყის მომზადება, saaxalclo recepti, gozinaki, gozinayi
ნანახია: 1844 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]