Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო ტორტი / samarxvo torti
2014-03-08, 11:00 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ჩ.ჭ. ზეთი
4 ჩ.ჭ. ფქვილი
1.5 ჩ.ჭ. შაქარი
100 გრ. სამარხვო ცხიმი/მარგარინი
0.5 ჩ.ჭ. მოხალული თხილი/ნიგოზი
2 ჩ.ჭ. თბილი წყალი
1 ჩ.კ. სოდა
1 შეკვრა ვანილი
არომატული წვეთები ან ხილის ვაჟინი
ნუში

მომზადების წესი:
ერთი ჩაის ჭიქა ზეთი, ორი მესამედი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, ნახევარი ჩაის ჭიქა შაქარი და სოდა კარგად აურიეთ და შეაზილეთ დაახლოებით სამნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი. მიღებული რბილი ცომი დაყავით ორ მოზრდილ (და ერთ პატარა)* ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ ნელ ცეცხლზე ცოტაოდენ ფქვილმოყრილ ტაფაში. როცა გავარდისფერდება, მზად იქნება.
სამარხვო ტორტის კრემი: ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, ერთი ჩაის ჭიქა შაქარი და ვანილი აურიეთ და კარგად გახსენით ერთნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში. შედგით ნელ ცეცხლზე, მორევით აადუღეთ და ხარშეთ ხუთი წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ, შეაზილეთ სამარხვო ცხიმი და შეურიეთ დაჭრილი მოხალული თხილი/ნიგოზი.
ერთ გამომცხვარ ფირფიტას თანაბრად წაუსვით კრემის ნახევარი, დაადეთ მეორე ფირფიტა, წაუსვით კრემის დარჩენილი მეორე ნახევარი. სამარხვო ტორტს ზემოდან მოაყარეთ თხლად დაჭრილი ნუში (ან დაფხვნილი პატარა ფირფიტა).

მასალის წყარო - Kulinaria.Ge




გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: Samarxvo Torti, samarxo torti, samarkho torti, marxva, სამარხვო ტორტი, სამარხო ტორტი, torti. tortebi, markhva, samarkhvo torti ნანახია: 2686 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]