მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ჩეხური ბაქლავა მარინა ჯამალოვას რეცეპტით / chekhuri baqlava marina jamalovas receptit
2018-12-13, 6:38 PM |
ეს რეცეპტი მარინა ჯამალოვამ მასწავა და ჩემი, აზით, უნაკლოა;)))
რაც შეეხება სახელს „ჩეხური“ - როგორც ჩემმა მეგობარმა ექიმმა მურატ ცინცაძემ გადმოგვცა ბათუმიდან - იგულისხმება არა ევროპული ჩეხეთი არამედ, ჩეხური, ანუ დაჩეხილი ნიგოზი ან თხილი;)))
ანუ ეს ბაქლავაც ჩვენი აჭარიდანაა და აუცილებლად უნდა სცადოთ;)))
ცომი: ჯამში ჩაუშვით 4 ჭიქა გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ აკუწული 200 გრამი კარაქი (ან მარგარინი) და ხელით მოზილეთ; კარაქი არ უნდა იყოს ძალიან დამდნარი, ცომი გამოვა თხელი და ვერ გაშლით;)))
მოკლედ, აჭყლიტავთ კარაქს და ფქვილს და დაუმატებთ 1 კოვზ სოდას და 200 გრამ არაჟანს. თანდათან უმატებთ 3 კვერცხის მხოლოდ გულს (ცილას ინახავთ); გამოგივათ ცომის რბილი გუნდა, რომელიც წესით ადვილად უნდა გაბრტყელდეს; და თუ მაინც ცოტა თხელია ცომი - შეაზილეთ ცოტა ფქვილი;
ცომი გაყავით 3 ნაწილად და მოამზადეთ გულსართი;)))
გულსართი: ცალკე ჯამში ერთმანეთთან აურევთ 2 ჭიქა ნიგოზს (დაჩეხილს - გოზინაყივით მსხვილად დაჭილს) + 2 ჭიქა გარეცხილი ქიშმიში + 2 ჭიქა შაქარი და დარჩენილი 3 კვერცხის ცილა;))) გულსართი გაყავით 2 ნაწილად;
ბაქლავის აწყობა: ბაქლავა შედგება ცომის 3 ფენისგან და 2 ფენა გულსართისგან; მაშ, ასე: ფქვილიან დაფაზე გამოსაცხობი ფორმის ზომაზე კარგად გააბრტყელეთ ცოის 1 გუნდა. ძაიან კარგად ეტევა ღუმელის სტანდარტულ გამოსაცხობ ფორმაზე (თუნუქის ფურცელზე - ჟაროვნია); გადაიტანეთ გაბრტყელებული ცომი ცხიმმოსმულ ფორმაზე და მოაფრქვიეთ თანაბრად გულსართი;
შემდეგ გააბრტყელეთ მეორე ფორმა და დააფარეთ გულსართს. მოაფრქვიეთ მეორე ფენა გულსართი; და ბოლოს მესამე ფენა; გადააფარეთ აკურატულად და ვიდრე გამოაცხობთ დაჭერით ბაქლავის ფორმებად (გოზინაყისებურად, ისე როგორც ხედავთ ფოტოეზე).
გამოცხობადე გადაუსვით 1 კვერცხის გული და ბაქლავის ყოველ ნაჭერს დაადეთ კვერცხის გულში წინასწარ ამოვლებული ნიგვზის ლებნები ან თხილი (თუ წინასწარ არ ამოავლბთ - ცხობისას გადაიხრუკება);
გამოაცხეთ 180 გრადუსზე, ვიდრე გაოქროსფედება. გამოღებამდე 5 წუთით ადრე ფუნჯით ნაზად გადაუსვით გამდნარი თაფლი;))) შეაბრუნეთ და 5 წუთში გამოიღეთ;)))
ეს არის ნამდვილი საოცრება!!!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |