მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ზაფხულის ხილიანი უგემრიელესი სალათა / zafkhulis khiliani ugemrielesi salata
2017-07-03, 3:19 PM |
შემადგენლობა:
1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
1⁄2 ჭიქა ლიმონის წვენი
1⁄4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
1⁄2 ჩ/კ ფორთოხლის გახეხილი კანი
1⁄2 ჩ/კ ლიმონის გახეხილი კანი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
2 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი ანანასი
2 ჭიქა უყუნწო და დაჭრილი მარწყვი
3 ცალი გათლილი და დაჭრილი კივი
3 ცალი დაჭრილი ბანანი
2 ცალი ფორთოხალი
1 ჭიქა ყურძნის მარცვლები
2 ჭიქა მოცვი
მომზადების წესი:
დადგით ქვაბი საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი; ჩაყარეთ შაქარი და ციტრუსების ცედრა. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ, სანამ არ შესქელდება, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი და დადგით გრილ ადგილას გასაცივებლად.
ამასობაში დაჭერით ყველა ხილი და ფენებად ჩაალაგეთ დიდი ზომის მინის თასში შემდეგი თანმიმდევრობით: ანანასი(სურვილისამებრ), მარწყვი(სურვილისამებრ), კივი, ბანანი, გათლილი და დანაწევრებული ფორთოხალი, ყურძენი(სურვილისამებრ), მოცვი. მოასხით სალათას მომზადებული ხილის სოუსი და შედგით მაცივარში 3-4 საათით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |