მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
საქონლის ხორცის უგემრიელესი ოსტრი / saqonlis khorcis ugemrielesi ostri
2017-06-26, 6:42 PM |
შემადგენლობა:
საქონლის ხორცი - 1 კგ
ხახვი - 3 თავი
პამიდორი - 600 გ
ნიორი - 5 კბილი
ოხრახუში - 1 კონა
ქინძი - 1 კონა
დაფნის ფოთოლი
მარილი
წითელი წიწაკა, დაფქული
მომზადების წესი:
დაჭერით ხორცი პატარა კუბებად.
გაახურეთ ტაფა, დაყარეთ ხორცი, დაამატეთ დაფნა, დაახურეთ თავზე და თუშეთ. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია, დაამატეთ ცოტა წყალი.
როცა თითქმის მზად იქნება ხორცი - გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში.
ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;
ამასობაში, პამიდორს გააცალეთ კანი და დააქუცმაცეთ. სიმარტივის გამო, შეგიძლიათ ქილაში შენახული პამიდვრები გამოიყენოთ.
როცა ხორცი შეიბრაწება - დაასხით პამიდორი და თუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. შუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე.
სულ ბოლოს, როცა ხორცი უკვე დარბილებულია, გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მწვანილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |