მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქათმის, ბროკოლისა და სოკოს უგემრიელესი კერძი / qatmis, brokolisa da sokos ugemrielesi kerdzi
2017-06-26, 12:59 PM |
შემადგენლობა:
0.5 კგ ქათმის ფილე
250 გრამი შამპინიონი
3 კბილი ნივრის
1 ს/კ ყავისფერი შაქარი
2 ჩ/კ სეზამის ზეთი
0.5 კგ ბროკოლი
3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
1 ს/კ კოჭა
0.3 ჭიქა სოიოს სოუსი
1 ჭიქა ქათმის ბულიონი
პილპილი, მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ღრმა ტაფაში 1 ს/კ ზეთი ჩაასხით. ქათამი კუბიკებად დაჭერით და მასში ჩააწყვეთ. მარილი და წიწაკა დაუმატეთ.15-20 წუთის განმავლობაში შეწვით.
2. ამავე ტაფაში კიდევ ერთი კოვზი ზეთი შეაცხელეთ და სოკო ჩააწყვეთ. როგორც კი, სოკო ოდნავ რბილი გახდება, დაუმატეთ ბროკოლი. მომზადების შემდეგ ბროკოლი და სოკო გადადეთ.
3. კვლავ ერთი კოვზი ზეთი ჩაამატეთ ტაფაში. ახლა გამოტარებული ნიორი და კოჭა შეწვით. დაამატეთ სოუსის დარჩენილი ინგრედიენტები: სეზამის ზეთი, სოიოს სოუსი, ყავისფერი შაქარი, ქათმის ბულიონი და ფქვილი.
4. სოუსში ჩააწყვეთ ქათამი, ბროკოლი და სოკო. ერთი წუთის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და კარგად აურიეთ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |