მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
რულეტი ფიქფია - გემრიელი და მარტივი რეცეპტი / ruleti fifqia - gemrieli da martivi recepti
2017-06-26, 11:28 AM |
შემადგენლობა:
190 გ. მაიონეზი ან არაჟანი.
360 გ. მდნარი ყველი.
1 ც. სტაფილო.
4 ც. კვერცხი.
1 კბილი ნიორი.
მარილი, პილპილი და კამა გემოვნებით.
მომზადების წესი:
1. მდნარი ყველი მოათავსეთ საყინულეში, 20 წუთით. ათქვიფეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დაუმატეთ 130 გრ. მაიონეზი ან არაჟანი და კარგად აურიეთ. მოამზადეთ მორთულობა. გათალეთ სტაფილო, გამოჭერით მისგან ლენტები და ყვავილები და მოათავსეთ პერგამენტზე. შეგიძლიათ კამის ძირებიც დაუმატოთ.
2. მოასხით ცომი პერგამენტს და აცხვეთ 180 გრადუსზე, 12 წუთის განმავლობაში, სანამ პატარა ბუშტუკებს არ გაიკეთებს და არ მიიღებს ღია ოქროსფერს. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. გახეხეთ მდნარი ყველი, დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიორი და კამა. დაუმატეთ დარჩენილი მაიონეზი/არაჟანი და აურიეთ.
3. გააგრილეთ ომლეტი, გადმოაბრუნეთ საკვებ ქაღალდზე და მოაშორე პერგამენტი. მოათავსეთ ომლეტზე შიგთავსი და გადაახვიეთ. რულეტი შედგით მაცივარში რამდენიმე საათით, შემდეგ მოაშორეთ ქაღალდი და დაჭერით ნაჭრებად.
გემრიელად მიირთვით
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |